2026 წლის Victoria's Secret-ის მოდის ჩვენება ლოს-ანჯელესში 18 ოქტომბერს გაიმართა. მსოფლიოს წამყვანი მოდელები პოდიუმზე გამოვიდნენ და ბრენდის უჩვეულო კოსტიუმები წარადგინეს. საგულისხმოა, რომ წელსაც, პოპულარულ ლამაზმანებს შორის იყო ქართველი მატილდა გვარლიანიც, რომელიც შოუზე მესამედ გამოვიდა.
წლევანდელი შოუ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იყო ისტორიაში. Zarzarmodels-ის ინფორმაციით, ღონისძიება 12 მილიონი დოლარი დაჯდა. შოუს განსაკუთრებულობა იმანაც შემატა, რომ მოდელმა კაილი ჯენერმა ბრენდის ყველაზე ძვირადღირებული "Fantasy Bra“ წარადგინა, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ დოლარს შეადგენს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ჯენერის წლევანდელი ანაზღაურება შოუში მონაწილეობისთვის რეკორდული 5 მილიონი დოლარი იყო.
ბრენდთან ასოცირებულ ყველაზე ცნობილ სახეებს შორის არიან ჟიზელ ბიუნდხენი , ჰაიდი კლუმი და ტაირა ბენკსი , რომლებმაც მოდისა და გართობის სფეროში მუშაობით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს.
ჟიზელ ბუნდჰენი - 400 მლნ დოლარიბრაზილიელი მოდელი, Victoria's Secret-ის ანგელოზი ცნობილია თავისი გამორჩეული დეკორატიულობით. ის ასობით ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. ასევე მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის The Devil Wears Prada-ში და მთელი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანი სარეკლამო კონტრაქტები გააფორმა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს მოდელს.

ჰაიდი კლუმი - 160 მლნ დოლარიგერმანელი მოდელი 2000-იანი წლების დასაწყისისთვის სუპერვარსკვლავი გახდა, რეკლამებსა და ჟურნალების გარეკანებზე გამოჩენით, სანამ Victoria's Secret-ის ანგელოზი არ გახდა, პირველი გერმანელი მოდელია, რომელმაც ეს შეძლო.
ის ასევე წამყვანი და ჟიურის წევრი იყო ისეთი შოუებისა, როგორიცაა Germany's Next Top Model , Project Runway და America's Got Talent, ასევე მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა Sex & The City და ფილმებში, როგორიცაა The Devil Wears Prada და Ocean's 8.
