ავტორი:

ამოღებულია ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა - შსს- მ ძალადობის ორგანიზების ბრალდებით მოსწავლეები დააკავა: რა დეტალები ხდება ცნობილი

ამოღებულია ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა - შსს- მ ძალადობის ორგანიზების ბრალდებით მოსწავლეები დააკავა: რა დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით სკოლის მოსწავლეები, 14 წლის მოზარდები დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

  • ისინი, სავარაუდოდ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მათივე თანატოლებზე ძალადობას გეგმავდნენ, რასთან დაკავშირებითაც, სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.