საქართველოს პროკურატურამ სკოლაში ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, ერთ მათგანს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ამ მიზნით მათ შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან მათი ქმედება გამოვლენილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.