ავტორი:

გიორგი მიქაუტაძემ მატჩის ბოლო წუთზე გაიბრწყინა და "ვილიარეალს“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა - დრამატული დასასრული "მესტალიაზე“ (ვიდეო)

გიორგი მიქაუტაძემ მატჩის ბოლო წუთზე გაიბრწყინა და "ვილიარეალს“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა - დრამატული დასასრული "მესტალიაზე“ (ვიდეო)

გიორგი მიქაუტაძემ "ვალენსიასთან“ მატჩის 90+6-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი თავდამსხმელის გადამწყვეტმა დარტყმამ "ვალენსიას“ ბედი მატჩის ბოლო წამებზე გადაწყვიტა.

"ვილიარეალმა“ 2:1 მოიგო.

"ვილიარეალი“ 12 ქულით ამ მომენტისთვის მე-8 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს ჩაატარებს - თასის 1/64-ფინალში გასვლაზე ქვედალიგურ "მანაკორს“ შეხვდება.