ძიუდოისტი ილია სულამანიძე დაქორწინდა. მისი რჩეული ყოფილი სპორტსმენი და მოცურავე თაკო მეგრელიძეა. წყვილი 2025 წლის აგვისტოში დაინიშნა. სულამანიძე-მეგრელიძის ქორწილი ამ წუთებში "ვილა მოსავალში" მიმდინარეობს.
ქორწილს საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებიან.

სოციალურ ქსელები დაიპყრო ნეფე-პატარძლის მიერ შესრულებულმა "დაისმა". წყვილის ცეკვამ საზოგადოებაში აღფრთოვანება გამოიწვია და კომენტარებში ბევრი წერდა, რომ არაპროფესიონალი მოცეკვავეების მიერ ასე კარგად შესრულებული ქართული ცეკვა იშვიათად უნახავთ.
გარდა ამისა, რომ ილია შესანიშნავად ცეკვავას, მას კიდევ უფრო კარგად ფორტეპიანოზე დაკვრა გამოსდის. მის მიერ შესრულებული ესა თუ ის ნაწარმოები არაერთხელ გამხდარა სოციალურ ქსელში საყოველთაო მოწონების საგანი.


