ავტორი:

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავია. მე შემიძლია უკეთესი ვიყო" - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავია. მე შემიძლია უკეთესი ვიყო" - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა

აბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე", UFC 333-ის თანა-მთავარ ბრძოლაში, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, მერაბ დვალიშვილი (21-6) პიოტრ იანთან (21-5) მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

  • პირველი რაუნდი ქართველი მებრძოლის სრული უპირატესობით წარიმართა. "მანქანამ" თავის სტილში იჩხუბა, მეტოქე პარტერში რამდენჯერმე გადაიყვანა, გარდა ამისა სახეში მძიმე დარტყმებიც მიაყენა.

მეორე რაუნდში დვალიშვილმა "თეიქდაუნების" მორიგი სერია შემოგვთავაზა და იანს კვლავ აჯობა. მესამე რაუნდში მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, რაუნდის დასრულებამდე 30 წამით ადრე იანმა დვალიშვილს ფეხით ღვიძლის არეში მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა მერაბმა რუსის შეტევები მოიგერია.

  • სამწუხაროდ, ბოლო ორ რაუნდში იანი მერაბზე უკეთესი იყო და ქართველმა სახეში მძიმე დარტყმებიც მიიღო, მსაჯებმა კი გამარჯვება მოქმედ ჩემპიონს მიაკუთვნეს.

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო. მე უკეთესი შემიძლია ვიყო. ვულოცავ პიოტრ იანს - მან დამამარცხა, ის დღეს უკეთესი იყო. ვულოცავ მას და მის ოჯახს" - თქვა UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში.

მოგვიანებით სპორტსმენმა "ფეისბუქში" გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა: "ყველა ქართველს დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის! განსაკუთრებით ვინც დარბაზში შეძელით მოსვლა. მიყვარხართ" - დაწერა დვალიშვილმა.

მერაბის ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 21 გამარჯვება და 6 მარცხია, იანმა კი კარიერაში 21-ე ბრძოლა მოიგო.