ავტორი:

ბათუმში პოლიციელი ტრაგიკულად გარდაიცვალა - 44 წლის ჯემალ ბეჟანიძეს ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან

ბათუმში პოლიციელი ტრაგიკულად გარდაიცვალა - 44 წლის ჯემალ ბეჟანიძეს ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან

ბათუმში 44 წლის პოლიციელს გლოვობენ. ჯემალ ბეჟანიძე სამსახურში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.

“ჩემო ერთადერთო რატომ მიღალატე, ჩვენი სიყვარულის ისტორია ასე არ უნდა დაასრულო.

მარტო არ უნდა დამტოვო. მიყვარხარ სიგიჟემდე მიყვარხარ და შენს მონატრებას გული ვერ გაუძლებს. არ მიმატოვო გთხოვ”,- წერს მეუღლე ია ტაკიძე

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჯემალის გარდაცვალების გამო. დავკარგეთ ღირსეული ადამიანი, კარგი პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ღირსეული წარმომადგენელი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ კოლექტივს. ვუსურვებ მათ გამძლეობასა და მხნეობას ამ მძიმე წუთებში. ნათელი და სანთელი მის სულს, ჯემალის ხსოვნა იყოს მარადიული”, - წერს გარდაცვლილის მეგობარი დათუნა ანანიძე.