ცნობილი ხდება ფოთში, ქმრის მიერ მოკლული ქალის ვინაობა, ის ინგა ყალიჩავაა.
დილით ცნობილი გახდა, რომ 4 შვილის დედა ქმარმა ჯერ ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა 112-ში დილით დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა. ქალი ერთ-ერთი საშაურმეს თანამშრომელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით ფემიციდის დროს შვილები სახლში არ იყვნენ.

ამ წუთებში სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც ადგილობრივები “ტვ პირველთან“ აცხადებენ, მათ მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ გამთენიისას შეიტყვეს.

“ამ დილას მივდიოდი სასაფლაოზე და ხალხი დავინახე. გუშინ შემხვდა ის კაცი, ძალიან კარგი, მშრომელი ხალხი იყო.
დილითვე დააკავეს. მოტივს ვე გეტყვი, ახალი მაცხოვრებლები არიან. დიდი შვილები ჰყავთ.
თვითონ დაურეკია იმ კაცს. მუშა კაცი იყო,“ - აცხადებენ ადგილობრივები.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ზაზა კარბაია პოლიციელებს არწმუნებდა, რომ მისი მეუღლე უბედური შემთხვევის შედეგად, გაზის გაჟონვით გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: