სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმები ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვით, მის შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ცნობისთვის, კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ძმები ფეიქრიშვილების დედის ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი ამჯერად საკანში მის მეორე შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან შევიდა.
დავით ფიქრიშვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
შეგახსენებთ იმასაც, თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.
ასევე იხილეთ: