ავტორი:

დედაქალაქში ბინები კვლავ გაძვირდა - რომელია თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

დედაქალაქში ბინები კვლავ გაძვირდა - რომელია თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

დედაქალაქში ბინები და კერძო სახლები კვლავ გაძვირდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მესამე კვარტლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

  • კერძოდ, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი ქონების ფასების ინდექსმა (RPPI) 1.5%-ით მოიმატა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ზრდამ 5.9% შეადგინა.

თუმცა, ამავე მათივე ცნობით, თუ დღევანდელ ფასებს 2020 წლის საშუალო მაჩვენებელს შევადარებთ, თბილისში ახალი საცხოვრებელი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული.

შენიშვნა: ცნობისთვის, RPPI დაფარვა მოიცავს მხოლოდ ქალაქ თბილისის ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს - როგორც მრავალსართულიანი ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტს.

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (1.2%), ისე კერძო სახლების შემთხვევაში (2.7%). განაგრძეთ კითხვა