ავტორი:

ჰიტლერის ლეგენდარული "არწივის ბუდე“ ხანძარმა გაანადგურა - პოლიციამ გერმანიის 33 წლის მოქალაქე დააკავა: რა მოხდა ბავარიაში

ჰიტლერის ლეგენდარული "არწივის ბუდე“ ხანძარმა გაანადგურა - პოლიციამ გერმანიის 33 წლის მოქალაქე დააკავა: რა მოხდა ბავარიაში

ბავარიაში ადოლფ ჰიტლერის მთიან რეგიონში მდებარე ისტორიულ შენობაში ხანძარი იყო. პოლიციამ ეჭვმიტანილი - 33 წლის გერმანიის მოქალაქე დააკავა.

ხანძარმა გაანადგურა ნაცისტური შეხვედრების ისტორიული ადგილი - კელშტაინჰაუსის რეზიდენცია, ცნობილი, როგორც "არწივის ბუდე".

23 ოქტომბერს დაახლოებით 200 მეხანძრე იყო მობილიზებული სამხრეთ გერმანიაში, ობერზალცბერგის მწვერვალზე მდებარე დაცული შენობის გადასარჩენად. პოლიციის ცნობით, როდესაც მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, შენობა "მთლიანად ცეცხლმოკიდებული" დახვდათ.

  • იმის გამო, რომ შენობა 1834 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობა უჭირდათ და გავრცელებული ინფორმაციით, იქ გუშინაც კი გიზგიზებდა ცეცხლი.

ნაცისტების მიერ აშენებული და ჰიტლერის მიერ ოფიციალურად 1939 წელს საკუთარ დაბადების დღეზე გახსნილი "არწივის ბუდე", ვებსაიტის თანახმად, "რეჟიმის ჭკუიდან შეშლილობის" ძეგლად არის შემონახული. ამ ადგილას მოსახვედრად, ნაცისტები გვირაბში გადიოდნენ და შენობაში 124-მეტრიანი სპილენძის ლიფტით შედიოდნენ, რომლებიც მთაში იყო ჩამარხული.

მეხანძრეებმა შენობაში ვერავინ იპოვეს და არც ვინმეს დაშავების შესახებ გავრცელებულა ცნობები. პოლიციის წარმომადგენელმა გერმანულ ტაბლოიდ "ბილდს" განუცხადა: "სახლი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი გადარჩენა მოხერხდეს".

პოლიციის მიერ დაკავებული 33 წლის ეჭვმიტანილი გერმანიის მოქალაქეა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ამ ტერიტორიასთან, მაგრამ იქ არ ცხოვრობდა. პროკურორების თქმით, მას ფსიქიკური დაავადების ნიშნები აღენიშნებოდა და დაკითხვის შემდეგ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"არწივის ბუდე" 1937-1938 წლებში აშენდა და ჰიტლერის მესამე რაიხის მძიმე მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს. თუმცა 1952 წლიდან შენობაში იმართება თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის გამოფენა, რომელიც მოგვითხრობს ნაცისტური ისტორიის შესახებ.

წყარო: theguardian.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა