ავტორი:

"არაერთხელ უთქვამთ, რომ ვაქცინებით ფულს აკეთებენ კლინიკები და ამიტომ ქადაგებენ ექიმები ვაქცინაციის აუცილებლობაზე..." - რას წერს მაია ბუწაშვილი

"არაერთხელ უთქვამთ, რომ ვაქცინებით ფულს აკეთებენ კლინიკები და ამიტომ ქადაგებენ ექიმები ვაქცინაციის აუცილებლობაზე..." - რას წერს მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

"არაერთხელ უთქვამთ, რომ ვაქცინებით ფულს აკეთებენ კლინიკები და ამიტომ ქადაგებენ ექიმები ვაქცინაციის საჭიროებაზე და აუცილებლობაზე. ახლა განვიხილავ ამ საკითხს ჩვენი კლინიკის მაგალითზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვინც ამას ფიქრობს, ცოტა დაფიქრდეს და გაიაზროს - ვაქცინაციისკენ მოწოდების მიზეზი სინამდვილეში მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

მაგალითად, B ჰეპატიტის და პაპილომავირუსის ვაქცინას გვაძლევს სახელმწიფო, ხოლო აცრასთან დაკავშირებული რეგისტრაციის, ინექციის და სახარჯი მასალების ხარჯი უნდა გაიღოს კლინიკამ. ანუ ვაქცინაცია ზედმეტი ხარჯია კლინიკისთვის და არა შემოსავალი. რაც შეეხება გრიპის ვაქცინას, გვაძლევს სახელმწიფო და სხვა დანარჩენი ხარჯებისთვის გვიხდის 1 ლარს!

ამოცანა ანტივაქსერებისთვის გვეკითხება: როდესაც ადამიანებს მოვუწოდებთ აიცრან, გარდა იმისა, რომ მათ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და მათთვის კარგი გვინდა, რა ინტერესი უნდა გაგვაჩნდეს?“ - წერს სოციალურ ქსელში მაია ბუწაშვილი.