2025 წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე ტრაგედია დატრიალდა, სადაც ავარიას19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი ემსხვერპლა. ავარიაში მძიმედ დაშავდე მისი მეუღლე ლიკა კუჭუხიძე, რომელიც გარკვეული პერიოდი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა/
როგორც ცნობილია, წყვილი ახალდაქორწინებული იყო, ოჯახი სიყვარულით შეიქმნა.
ლიკამ დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა მეუღლის გარდაცვალების ამბავი. როდესაც სახლში გაწერეს, მაშინაც ვერ უთხრეს, რადგან მისი ჯანმრთელობისთვის ნერვიულობა საშიში იყო, მეორე ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა. ოპერაციის შემდგომ ოჯახს ყველაზე მძიმე ამბის თქმა მოუწია.
"ზუსტად ერთი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეები იდგა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ჩემთვის ერთი სანთლის ანთება და თითოეული ადამიანის ლოცვა ყველაფერს ნიშნავდა.
დღეს მინდა, მთელი გულით მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს ნაცნობს თუ უცნობს, ყველას, ვინც მაშინ ჩემთვის ილოცა, სანთელი აანთო და გულით ისურვა ჩემი გადარჩენა.
მადლობა მათაც, ვინც დღემდე მწერთ, მეკითხებით, როგორ ვარ და ამით მაგრძნობინებთ თქვენს სიყვარულსა და ყურადღებას. იმდენი შეტყობინება მომდის, რომ ფიზიკურად ყველას ნახვასა და პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ.
ამისთვის გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ. ეს უყურადღებობაში არ ჩამითვალოთ, უბრალოდ შეუძლებელია თითოეულ თქვენგანს სათითაოდ გიპასუხოთ, თუმცა თქვენი თითოეული სიტყვა უფრო და უფრო მაძლიერებს.
ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ ის სიკეთე, რაც ჩემთვის გაიღეთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ ლოცვისთვის, იმ ანთებული სანთლისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ჩემი გადარჩენისთვის აკეთებდით. მიყვარხართ ყველა", - წერს ლიკა კუჭუხიძე.