ავტორი:

ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა - მისი პარტია "სტუდენტურმა სიამ" დაამარცხა: რა ხდებოდა სერბეთის ქუჩებში?

ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა - მისი პარტია "სტუდენტურმა სიამ" დაამარცხა: რა ხდებოდა სერბეთის ქუჩებში?

ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ მისი პარტია, "სერბეთის პროგრესული პარტია”, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, “სტუდენტურმა სიამ” კი გაიმარჯვა. "ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ, "სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა“, - განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში.

  • მისი თქმით, წინასწარი შედეგების თანახმად, სტუდენტებს 250-ადგილიან პარლამენტში 135-140-მდე ადგილი ექნებათ, მის პარტიას - "სერბეთის პროგრესულ პარტიას“ - კი 105 ადგილი.

ვუჩიჩის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან მალე ბელგრადის ქუჩები ზეიმმა მოიცვა. ქალაქის მთავარ გამზირებზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა;

ისმოდა მანქანების საყვირების ხმა, ხალხი ცეკვავდა, სტუდენტები კი სკანდირებდნენ: "გამარჯვება!“ და "მორჩა, დამთავრდა!“.

ვუჩიჩი სერბეთის პოლიტიკაში 2014 წლიდან დომინირებს, როგორც პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. თუმცა, სექტემბერში მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ორწლიანი დემონსტრაციების შემდეგ, რომელიც 2024 წელს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი აპროტესტებდნენ ქვეყანაში კორუფციისა და ავტორიტარიზმის ნელ-ნელა დამკვიდრებას. სერბეთში საპარლმენტო არჩევნებში გუშინ ჩატარდა. არჩევნებში ამომრჩევლების ისტორიულად მაღალი, თითქმის 70-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.