12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ბებიის მტკიცებით, ამ პერიოდის განმავლობაში გაუჩინარებული მოზარდის ოჯახი, მამის მხარე, აქტიურად ცდილობდა გურამ დადიანიძის მოძებნას, თუმცა უშედეგოდ.
"როდის მითხრა სოფომ [დადიანიძის დედა] და არ დავუდექი გვერდით? მე სულ ვეძებ ჩემს გურამიკოს, ჩვენ არ გვიყვარს ხმაური და არ ვხმაურობთ. ამიტომ არ ვეძებთ?! ცოდვაა ბრალდებას რომ გვიყენებთ. გალანძღული ვართ, ტალახი გვაქვს ნასროლი და ამის შემდეგ როგორ უნდა ისაუბრო. ასეთი ხალხის იმედად როგორ უნდა იყოს საქართველო. ყველაზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა.
სადაც ჩემი შვილიშვილი დაიკარგა, დავდიოდით, ვეძებდით და უშედეგოდ, რა უნდა გამეკეთებინა სხვა?! ლომისაში ვიარეთ 3 კვირაზე მეტი, უშედეგოდ. ჩემი შვილიშვილი არც მკვდარი ვიცი და არც ცოცხალი. ჩვენ შეიძლება დავაშავეთ, არ ვიტყვი, რომ ცამდე მართალი ვართ, მაგრამ ჩვენ ვეძებთ. ამ წუთშიც ვეძებ, ახლა რომ აქ ვარ".
"ტყუილი, ტყუილი, აწყობთ, ალბათ, აწყობთ ირაკლი ოქრაძე ბევრ ტყუილს ამბობს - მე არ მითქვამს, "სადაც არის, კარგად არისო...
- მან მიპასუხა, როგორ ვიქნებით, კახა ისეთ დღეშია, ლამის გაგიჟდეს, ასე ამბობს, რომ მოვა, ნეკნებს დავუმტვრევო.
- ხელსაც ვერ დაადებს-მეთქი, ვუთხარი. ეს როგორც უნდოდათ, ისე გადააკეთეს და გაავრცელეს. სად არის, მე რა ვიცი, მე ვიცი და ვმალავ?!
სადაც საჭირო იქნება, ყველგან მივალ. გამოძიების მიმდინარეობა არ მომწონდა. როცა ვეკითხებოდით რა ხდება-თქო, მიმდინარეობს გამოძიებაო - მპასუხობდნენ", - განაცხადა დაკარგული გურამ დადიანიძის ბებიამ.
"მამიდას იმხელა შეურაცხყოფა მიაყენეს, ნუ გაამტყუნებთ. მკვლელიც გახადეს, ბო...იც გახადეს. ამიტომ ნუ გაამტყუნებთ", - განაცხადა მან.