გამოძიება ზოგადად ამ თემაზე მიდის - ჩვენ გვაქვს პროკურატურის ნდობა. ვნახოთ, გამოიძიებენ! - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც პროკურატურის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის რეკომენდაციის სახით მიმართვას ეხებოდა იმის თაობაზე, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოხდეს.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა პროკურატურის რეკომენდაცია იმას, რომ დავით ფეიქრიშვილის საკანში მართლაც მოხდა პატიმრის შეშვება და მასზე ძალადობა, რის უკანაც სწორედ პატარიძე დგას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ამას არ ნიშნავს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს.
“აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს”, - განაცხადეს უწყებაში.
ასევე იხილეთ: