საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. საქმე დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხება, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც პროკურატურაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საქმეს თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებდა, შემდეგ კი ის საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები ტარდება. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის სამინისტრო.
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს წარადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, პატარიძის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 82.4 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2007 წელს 11 536 ლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში პირადად გიორგი პატარიძის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ 12.71 ლარი ირიცხებოდა.
რაც შეეხება შემოსავლებს, გასულ წელს პატარიძემ ჯამში 115 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო.
აქედან, იანვარი-აგვისტოს პერიოდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე - 66 291 ლარი; ხოლო 22 აგვისტოდან წლის ბოლომდე პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის პოსტზე - 48 712 ლარი აქვს მიღებული. განაგრძეთ კითხვა
ასევე იხილეთ: