"ბარსელონას“ ნახევარმცველმა გავიმ საქართველოს ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის მიღების შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა. ესპანელმა ფეხბურთელმა ქართველ თავდამსხმელზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ის მოედანს უფრო ძლიერი დაუბრუნდება.
"კვარაცხელიას, როგორც ფეხბურთელის, დიდი გულშემატკივარი ვარ. ყოველთვის ძალიან მომწონდა მისი თამაში. მინდა, ტრავმის შემდეგ მხარდაჭერა გამოვუცხადო. ეს მარტივი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდება“, თქვა გავიმ DAZN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონასთან“ მატჩში მიიღო.
სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი. ტრავმის გამო ის მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.