პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმომადგენლები კლინიკა "ვივამედში“ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ პატიმარს, დავით ფეიქრიშვილს გამოკითხავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა განუცხადა, მის შვილთან გამომძიებლები უახლოეს წუთებში შევლენ.
აღნიშნულს პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით, მრავლობითი დაზიანებებით, დავით ფეიქრიშვილი კლინიკა "ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის მკურნალობას დღემდე გადის.
აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით, ის გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. დღეს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს.