“250-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-იანი და მეტი ფასნამატი იყო,“ - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც “ბიზნესპრესნიუსი“ წერს, სააგენტომ მთლიანობაში შეისწავლა 13 ათასამდე სამედიცინო სერვისი და ბაზრის მონიტორინგი წლის ბოლომდე დასრულდება.
2025 წელს 13 ათასამდე სამედიცინო სერვისი გვაქვს შესწავლილი, ამ 13 ათასიდან ფასების ზრდა მოხდა დაახლოებით, 400-მდე სერვისზე. ასევი იდენტიფიცირეული გვაქვს ფასნამატების მაჩვენებელი - 100%-ზე და ზემოთ სად არის ფასნამატი სამედიცინო სერვისებზე.
მინდა აღვნიშნო, რომ ამდენი სერვისიდან დაახლოებით, 250 მიმართულებაა, სადაც 100% და მეტია ფასნამატი. ამ დროისათვის გავდივართ გარკვეული ხარჯების ანალიზს თუ რისგან არის გამოწვეული ეს მაღალი ფასნამატები. იხილეთ სრულად