ასტრონომებმა ჩვენი სამყაროს ადრეული პერიოდის ყველაზე დეტალური სიმულაციის შექმნა შეძლეს. ასტროფიზიკის ცენტრის მიერ შემუშავებული “ლუმინას“ მოდელი აჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა კოსმოსი დიდი აფეთქებიდან პირველი ორი მილიარდის წლის განმავლობაში.

პრიმორდიული (პირველადი) რეკონსტრუქცია სმითსონის ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიის თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს. ვიდეო სამყაროს დემონსტრირებით იწყება, რომელიც როგორც 1.5 მილიარდი სინათლის წლის სიგრძის კუბი ისეა წარმოდგენილი.

ასტრონომთა ცნობით, სწორედ ასე გამოიყურებოდა სამყარო, როდესაც ის მხოლოდ 1.5 მილიარდი წლის იყო, იმ პერიოდში ის ბნელი მატერიისა და მანათობელი აირის წვრილი ძაფებით იყო სავსე. მილიარდობით წლის განმავლობაში ეს კოსმოსური “წარმონაქმნები“ სინათლესა და სწრაფად მოძრავ აქროლად ნივთიერებებს შეერწყა, რითაც სამყაროს ადრეული სტრუქტურები ჩამოყალიბდა.


კოსმოსის ემბრიონული ეტაპის რუკაზე დატანით, მეცნიერებმა შეძლეს სამყაროს მეტამორფოზის ოდნავ ეფემერული თეორიები პიქსელებად ექციათ და აქამდე უპრეცედენტო დეტალებით ეჩვენებინათ.
ამ მიკროკოსმოსის გასაცოცხლებლად 15 000-ზე მეტი გრაფიკული პროცესორი იქნა გამოყენებული, რომლებიც ტენესის შტატში, ოუკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიაში მდებარე დედამიწის ერთ-ერთ უსწრაფეს სუპერკომპიუტერზე, Frontier-ზე მუშაობნდნენ.

ამ წარმოუდგენელი ხელსაწყოს დახმარებით, მკვლევრებმა კოსმოსის უპრეცედენტო სივრცის დაფარვა შეძლეს, “ლუმინას“ წინამორბედების მოცულობას 100-ჯერ აღემატება და ამავდროულად ცალკეული გალაქტიკებისა და შავი ხვრელების წარმოქმნის დემონსტრირებასაც ახდენს.
რაც მთავარია, მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, “ლუმინას“ პროგნოზები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისა და სხვა კოსმოსური ოპტიკური მოწყობილობების დაკვირვებებს შეაჯერონ. ეს ჯვარედინი გადამოწმება მეცნიერებს საშუალებას მისცემს, შეაფასონ, რამდენად ზუსტია მათი თეორიები სამყაროს კანონების შესახებ და საჭიროებს თუ არა ისინი გადასინჯვას.