ავტორი:

აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 760 000 დოლარზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარა და გადაყლაპა - უცნაური ძარცვის დეტალები

აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 760 000 დოლარზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარა და გადაყლაპა - უცნაური ძარცვის დეტალები

ფლორიდელ მამაკაცს ძარცვაში ბრალი მას შემდეგ დასდეს, რაც მან ძალის გამოყენებით გაიტაცა და გადაყლაპა “ტიფანის“ საყურეები, რომელთა ღირებულება 760 000 დოლარს აჭარბებს.

შტატის პროკურორის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა ჯეიტან გილდერი ძარცვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქურდობაში ცნეს დამნაშავედ, საქმე ორლანდოში “Mall at Millenia“-ს სავაჭრო ცენტრში მდებარე Tiffany & Co.-ს მაღაზიაში მომხდარ უცნაურ ინციდენტს ეხება.

როგორც ირკვევა 32 წლის გილდერმა ძვირფასი სამკაულების “ნახვის მიზნით“ საკალათბურთო კლუბის “ორლანდო მეჯიქის“ წარმომადგენლის როლი მოირგო, რის შემდეგაც ორი წყვილი, 4.86 და 8.10 კარატიანი - შესაბამისად 160 000 და 609 500 დოლარს ღირებულების საყურე, ხელში ჩაიგდო და მიიმალა.

მოგვიანებით ავტომაგისტრალზე ჯეიტანი არა ქურდობის (რადგან მოპარული საყურეები ვერსად იპოვეს) არამედ დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

გავრცელებულ კამერის ვიდეოჩანაწერში ფლორიდას გზატკეცილის პატრულის თანამშრომლების დაძაბული ბრძოლა არის ასახული. ისინი ცდილობდნენ, მძარცველს ასობით ათასი დოლარის ღირებულების საყურეების გადაყლაპვაში შეეშალათ ხელი.

სხეულის სკანირების შემდეგ დეტექტივებმა გილდერის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ძვირადღირებული საყურეები შენიშნეს. ამის გამო მას თითქმის ორი კვირა ჰოსპიტალში გატარება მოუხდა, სანამ ძვირფასეულობა მისი ორგანიზმს ბუნებრივი გზით დატოვებდა.

ჯეიტან გილდერის მიმართ განაჩენის გამოტანა 7 დეკემბერს არის ჩანიშნული.

წყარო