საქართველოს რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სპეციალისტები ეწვევიან.
“საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან “როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია საქართველოდან რუსეთში გასაგზავნი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა“, - ნათქვამია რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსსელხოზნადზორის“) განცხადებაში.
“რუსული უწყების წარმომადგენლების ვიზიტი მიზნად ისახავს საკარანტინო საქონელზე კონტროლის ერთიანი მიდგომების შემუშავებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2026 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთმა საქართველოდან 70500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის იმპორტი განახორციელა.