სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. მანამდე გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე პატარიძე პოსტიდან წავიდოდა, იუსტიციის მინისტრს პროკურატურამ პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
რამაზ თათარაშვილს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს 2026 წლის 18 თებერვალს. ჰყავს მეუღლე, თეა ციბირაშვილი და ორი შვილი - დაჩი და დავით თათარაშვილები. დეკლარაციის მიხედვით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთები აქვს.
ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2025 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი 22630 ლარი. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მუშაობისას 09.06.2025 - 31.12.2025 პერიოდში მიღებული აქვს 55 209 ლარი. აქვს სამომხმარებლო სესხი საქართველოს ბანკში - 51390 ლარი.