ავტორი:

ტორნადო ანტალიაში - დაიღუპა ოთხი ადამიანი და ერთი დაშავდა

ტორნადო ანტალიაში - დაიღუპა ოთხი ადამიანი და ერთი დაშავდა

თურქეთში, ანტალიაში, ტორნადოს შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის კეპეზის რაიონში მოხდა.

ანტალიის გუბერნატორმა, ხულუსი შაჰინმა განაცხადა, რომ ძლიერმა ქარმა სამშენებლო ობიექტზე ორი საცხოვრებელი კონტეინერი გაანადგურა და ამწე წააქცია, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთი კი - დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, რადგან შესაძლოა იქ სხვა მუშებიც იმყოფებოდნენ.