"საქართველოს რკინიგზამ“ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზა ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე თბილისი ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე 4 ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები. განაგრძეთ კითხვა