ავტორი:

"მეუღლეს 25 წლის შემდეგ დავშორდი, ეს იყო წარმოუდგენელი სიტუაცია... მიხვდება, რომ შეცდა" - რას ჰყვება მანანა საღარაძე მამუკა არეშიძესთან დაშორებაზე

"მეუღლეს 25 წლის შემდეგ დავშორდი, ეს იყო წარმოუდგენელი სიტუაცია... მიხვდება, რომ შეცდა" - რას ჰყვება მანანა საღარაძე მამუკა არეშიძესთან დაშორებაზე

მსახიობმა მანანა საღარაძემ, გადაცემაში "პირველი სტუდია" საკუთარი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა. კერძოდ, მეუღლესთან, მამუკა არეშიძესთან დაშორებაზე.

"მამუკაში მომხიბლა იმან, რომ ძალიან სიმპათიური იყო. ეს იცი როგორი პერიოდია? - მე ვარ 19 წლის, "თეატრალურ უნივერსიტეტში" ცხვირაწეული დავდივარ. გურამ პატარაიამ დამამტკიცა ფილმ "სიყვარული, ხანძარი და პომპიეროს" მთავარ როლზე, რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად უნდა მემუშავა და ჭკუაზე არ ვიყავი.

იმ პერიოდში, მამუკა და გოგა მარგველაშვილი ვნახე პირველად რუსთაველზე და მამუკა მომეწონა. ყველა ბევრს ლაპარაკობდა და მამუკა ხმას არ იღებდა - ამანაც მომხიბლა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. მაშინ ბევრი ადამიანი ტრიალებდა ჩემ ირგვლივ, ბევრი მთხოვდა ცოლობას, ურთიერთობას, მაგრამ ასე მოხდა...

ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. რთული, ომის პერიოდები, გავიარეთ ერთად, სოხუმში დადიოდა სულ. ორჯერ კონტუზია აქვს მიღებული, თუკი რამე ძლიერი მასალა არსებობს აფხაზეთთან დაკავშირებით, ბევრი მამუკას გადაღებულია. ძალიან რისკიანი გამოდგა. ჩვენ ერთი შვილი გვყავს, გიორგი, დიდი კაცია უკვე. მე და მამუკას. ცივილური ურთიერთობა გვაქვს.

  • მსახიობის თქმით, 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა მეუღლეს, რაც მისთვის საკმაოდ მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა.

"25 წლის შემდეგ დავშორდი ჩემს ქმარს. ძალიან განვიცადე, ეს იყო წარმოუდგენელი სიტუაცია.

დიდი ხანი ვერ მივხვდი, რა მოხდა. ძალიან ბანალური სიტუაციაა, საინტერესო მანდ არაფერია. მამუკა რომ დაფიქრდება, მიხვდება, რომ შეცდა. მაგრამ არა უშავს ამასაც გადავლახავ. მარტოობა მიყვარს, სხვათა შორის." - თქვა მსახიობმა.