ავტორი:

დააკავეს დედა, რომელმაც ოთხი შვილი სახლში მარტო დატოვა და თავად მივლინებაში, ლას ვეგასში გაემგზავრა: დეტალები

დააკავეს დედა, რომელმაც ოთხი შვილი სახლში მარტო დატოვა და თავად მივლინებაში, ლას ვეგასში გაემგზავრა: დეტალები

აშშ-ში, ფლორიდის შტატში მცხოვრები 50 წლის ირინე მილერი გასულ კვირას დააკავეს, მას შემდეგ, რაც პოლიცია მის სახლში 911-ზე შესული ზარის საფუძველზე მივიდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადაუდებელი დახმარების ცენტრში მისმა ერთ-ერთმა შვილმა დარეკა. ბავშვმა ოპერატორს განუცხადა, რომ მის 9 წლის ძმას თავში ჰანტელი დაეცა და დახმარება ითხოვა. ამის შესახებშერიფის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს სახლში 9, 11, 12 და 14 წლის, ოთხი ბავშვი დახვდათ. როგორც გაირკვა, ისინი უფროსების მეთვალყურეობის გარეშე იმყოფებოდნენ.

9 წლის ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც გაწერეს.

  • გამომძიებლები ბავშვების დედას, ირინე მილერს ტელეფონით დაუკავშირდნენ და გაარკვიეს, რომ ქალი 18 ოქტომბერს, სამსახურებრივი მივლინებით, ქვეყნის მეორე ნაწილში, ლას-ვეგასში, გაემგზავრა და სახლში ხუთი დღის შემდეგ დაბრუნებას გეგმავდა.

მილერი პროფესიონალი ფოტოგრაფია. სოციალური ქსელების მიხედვით, ლას-ვეგასში ის კლიენტთან მუშაობდა, რომელიც უძრავი ქონების სააგენტოების ქსელ Better Homes and Gardens Real Estate-თან იყო დაკავშირებული.

ქალმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ბავშვებზე ზრუნვისთვის ძიძა დაიქირავა, რომელსაც ისინი სკოლაში მიჰყავდა და გაკვეთილების შემდეგაც უვლიდა. თუმცა, ძიძას ღამის გათევა არ ევალებოდა, რის გამოც ბავშვები ღამით მარტო რჩებოდნენ.

პოლიცია დაუკავშირდა ბავშვების მამას, რომელმაც ოთხივე შვილი თავისთან წაიყვანა.

სამართალდამცველები ირინე მილერს პარასკევს, ფლორიდის აეროპორტში მისი თვითმფრინავის დაშვებისთანავე დახვდნენ და დააკავეს.