ვლადიმერ პუტინთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო, - განცხადება ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ გააკეთა.
"ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგს პირდაპირი გავლენა ექნება როგორც ჩვენს, ისე ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ მოლაპარაკებებს მოითხოვს“, - განაცხადა სტუბმა.
სტუბმა და სტორემ პუტინთან საუბარში ხაზი გაუსვეს, რომ ფინეთი და ნორვეგია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
"ომი უზარმაზარ ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგებს იწვევს. ტანჯვა და ნგრევა გავლენას მომავალ თაობებზე იქონიებს. საუბარში ჩვენ ხაზი გავუსვით დეესკალაციის მნიშვნელობას“, - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ.
"უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი" - ნათქვამია განცხადებაში.
"პუტინმა უკრაინის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება შეაფასა და მისი გამომწვევი ძირეული მიზეზები აღნიშნა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის კანონიერი ინტერესების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში.
მხარეებმა უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს. თანამოსაუბრეები მიესალმნენ ნოემბრის პირველ ნახევარში აბუ-დაბიში რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ის შორის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პირდაპირ სატელეფონო კონტაქტებს მომავალშიც შეინარჩუნებენ.