გაზეთი "კვირის პალიტრა" 16 წლისაა

გაზეთი "კვირის პალიტრა" 16 წლისაა

გაზეთი "კვირის პალიტრა" 16 წლისაა გაზეთი "კვირის პალიტრა" 16 წლისაა. "მედიასახლ პალიტრის" ისტორია სწორედ გაზეთ "კვირის პალიტრის" გამოსვლით იწყება - გაზეთი პირველად 1995 წლის 18 აპრილს დაიბეჭდა.

"კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი იუბილეს გაზეთისა და მედიასახლის კოლექტივს და მკითხველს ულოცავს.

"ვულოცავ "კვირის პალიტრის" და "მედიაპალიტრის" კოლექტივს, ვუსურვებ წინსვლას ამ რთულ პერიოდში. დიდი პატივისცემით მივესალმები ყველა ჩვენს მკითხველს და მათაც მივულოცავ ჩვენს იუბილეს. სრულიად საქართველოს ვუსურვებ სიხარულს და ბედნიერი აღდგომის დადგომას", - განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

მისივე თქმით, "კვირის პალიტრის" წარმატების უპირველესი საფუძველი ქვეყნისა და მკითხველის წინაშე პასუხისმგებლობს გრძნობაა.

"თუ კადნიერებაში არ ჩამომართმევთ, წარმატება განაპირობა პროფესიონალიზმმაც, ასევე, თავდადებამ, შრომამ, ერთგულებამ, ობიექტურობამ, თავისუფლების და სიმართლის სიყვარულმა და, რა თქმა უნდა, ღვთის წყალობამ", - განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.

"მედიაპალიტრა" 24 პერიოდულ გამოცემას აერთიანებს. მის შემადგენლობაში შედის გამომცემლობა "პალიტრა L", წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რადიო "პალიტრა", საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", ინტერნეტტელევიზია "პალიტრა-ტვ" და სხვა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები