საქართველოს მთავრობა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე 70 ერთეულ ავტობუსს ყიდულობს - შესაბამისი ტენდერი ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 494 570 ლარს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი ერთეული ავტობუსის ღირებულება 521 351 ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბრის 16:00 საათზე დასრულდება.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ახალი (არაუადრეს 2026 წლის გამოშვების), ექსპლუატაციაში არმყოფი (მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 2 000 კმ), ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, მარცხენასაჭიანი, განბაჟებული, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
როგორც ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, ტრანსპორტის სიგრძე არანაკლებ 8 და არაუმეტეს 9 მეტრისა უნდა იყოს, სიმაღლე კი არ უნდა იყოს 2.8 მეტრზე ნაკლები. თითოეული ავტობუსი გათვლილი უნდა იყოს მძღოლის გარდა არანაკლებ 50 მგზავრზე (მათ შორის არანაკლებ 21-25 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი, საიდანაც მაქსიმუმ 4 გადმოსაშლელი სკამია). განაგრძეთ კითხვა