ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ და მოცურავე თაკო მეგრელიძემ იქორწინეს. წყვილის ქორწილის მხიარულებას ემოციური მომენტებიც ახლდა - პატარძლის გარდაცვლილი მშობლებისთვის დარბაზში ორი სკამი გამოყვეს, ილიას დედამ კი რძალს საჯაროდ აღუთქვა, რომ მისთვის მხოლოდ დედამთილი არ იქნებოდა. აღნიშნული დეტალების შესახებ სიუჟეტი "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა.

ილია სულამანიძემ, რომელიც სპორტული მიღწევებით არის ცნობილი, ქორწილში მუსიკალური შესაძლებლობებიც გამოავლინა - როიალზე დაუკრა, მეუღლესთან ერთად კი იცეკვა. სპორტსმენს გაბედნიერება მიულოცეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და პედაგოგებმა.
ქორწილის კადრებში სიხარულთან ერთად ის სევდაც იგრძნობოდა, რომელიც თაკოს მშობლების არყოფნას უკავშირდებოდა. მათთვის გამოყოფილი ორი ცარიელი სკამი კი პატარძლის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს სიმბოლურად, მათ დასწრებას გამოხატავდა.