"ეს ჩემი ულამაზესი ქალიშვილი ჟასმინია, რომელიც ძალიან მენატრება", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მისი და ლიზა იასკოს შვილის, პატარა ჟასმინის ფოტოს აქვეყნებს.

"ეს ჩემი ულამაზესი ქალიშვილი ჟასმინია, რომელიც ძალიან მენატრება.
მას ხელს დედაჩემი, გიულის, უჭერს. ის რეგიონის ყველაზე წარმატებული კერძო უნივერსიტეტის - The University of Georgia-ს - პრეზიდენტია.
რა თქმა უნდა, თავად მე მსურდა ჟასმინის ჩახუტება. მაგრამ უკვე ხუთ წელზე მეტია, პროპუტინური დიქტატურის საპყრობილეში, წამების საკანში ვიმყოფები და მასთან შეხვედრა არ შემიძლია. ამიტომ ჟასმინს ჩემს ნაცვლად დედაჩემი ნახულობს და ყველანაირად ცდილობს, დახმარება გაუწიოს.
სინამდვილეში, საქმე გვაქვს იმავე ტრაგედიასთან, რომელიც მილიონობით სხვა უკრაინელს შეეხო - ადამიანებთან, რომლებიც ომმა დააშორა ერთმანეთს, მათ შორის ბევრს სამხედრო ტყვეობამ და ოკუპაციამ. ამიტომ არ არის საჭირო ამ ყველაფრის მელოდრამად ქცევა.
ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ გული მიკვდება კიევის დაბომბვის შესახებ ყოველი ახალი ამბის გაგონებისას. და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეულმა გარემოებებმა ისე განაპირობა, რომ მე და ლიზა დიდი ხანია ერთად აღარ ვართ, ეს ჩემს ქალიშვილთან მამობრივ კავშირს კი არ ასუსტებს, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს. ასევე უფრო მეტად მიმძაფრებს სურვილს, რაც შეიძლება მალე დავაღწიო თავი ტყვეობას და ჩემი ქალიშვილის, ისევე როგორც ჩემი სხვა შვილების ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მივიღო.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე ენატრებათ თავიანთი შვილები ტყვეობაში მყოფ უკრაინელ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებსაც.
უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის ხელისუფლება ბევრს აკეთებენ ჩემი გათავისუფლებისთვის და ამისთვის მათი უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
ჩვენ საბოლოოდ შევაჩერებთ მტერს და ომი დასრულდება. ჩვენ დავბრუნდებით და ჩვენი შვილები ბედნიერად იცხოვრებენ ჩვენი საყვარელი უკრაინის მშვიდობიანი ცის ქვეშ", - წერს სააკაშვილი.