თბილისში 25 წლის მამაკაცი, გურამ ბოიკო ცივი იარაღით მოკლეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ტრაგიკულად დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად. გური, დეიდა ჩემთვის შენ ცოცხალი ხარ, არ მჯერა და არასოდეს მივიღებ ამას ღმერთო, გთხოვ, დაიცავი და უპატრონე ჩემს კეთილ დისშვილს,“ - წერს ფაინა ბოიკო “ფეისბუქზე“.

დამატებით დეტალებს ავრცელებს “მთავარი ამბები კახეთიდან“. როგორც ადგილობრივებმა გამოცემასთან განაცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, რესტორან “ლისი მერეში”, ძმის ქორწილში იმყოფებოდა. მათი თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.
გამოძიება 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.