კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყებების ცნობით, მაისის შუა რიცხვებში ეპიდემიის დაწყების შემდეგ ებოლას შემთხვევათა რიცხვი 10 060-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 887 შეადგინა. ეპიდემია უკავშირდება ვირუსს, რომლის წინააღმდეგაც არ არსებობს არც დამტკიცებული ვაქცინა და არც სპეციალური მკურნალობა, რაც უკიდურესად ართულებს ეპიდემიის კონტროლის მცდელობებს.

გავრცელებული ეპიდემიის მიზეზი “ბუნდიბუგიოს“ ვირუსი გახდა, რომლის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა ან სპეციალური მკურნალობა არ არსებობს. “აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა“ მიმდინარე ეპიდემია ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ ებოლას აფეთქებად შეაფასა.
მას შემდეგ, რაც ინფიცირებული ადამიანი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან უგანდის გავლით დედაქალაქ ნაირობიში ჩავიდა, კენიამ ცხრა ინფიცირება, მათ შორის ორი ლეტალური შედეგი დაადასტურა.

ნიგერიაში ასევე დაფიქსირდა ინფექციის ერთი შემთხვევა შვეიცარიელი დიპლომატის მეუღლესთან, ქალთან რომელსაც უგანდაში ვიზიტის შემდეგ გამოუვლინდა სიმპტომები. ხელისუფლება იკვლევს, თუ სად შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო იგი. პაციენტი სამკურნალოდ შვეიცარიაში გადაიყვანეს.
ებოლა ინფიცირებული ადამიანის სისხლთან ან სხეულის სხვა სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ვრცელდება. ვირუსი ცხელებას, დიარეას და ზოგჯერ სისხლდენას იწვევს. დაავადების ადრეული სიმპტომები შესაძლოა მალარიას ჰგავდეს, რამაც შეიძლება პაციენტის იზოლაცია და მკურნალობა შეაფერხოს.