ავტორი:

“სამხრეთ აფრიკაში საქმე აღიძრა პირზე, რომელიც საქართველოში 5 ბაობაბის ექსპორტს გეგმავდა“ - რას აცხადებენ აფრიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტში: დეტალები

“სამხრეთ აფრიკაში საქმე აღიძრა პირზე, რომელიც საქართველოში 5 ბაობაბის ექსპორტს გეგმავდა“ - რას აცხადებენ აფრიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტში: დეტალები

“სამხრეთ აფრიკაში საქმე აღიძრა პირზე, რომელიც 5 ბაობაბის საქართველოში ექსპორტს გეგმავდა,“ - ამის შესახებ OC Media წერს და სტატიაში აღნიშნავს, რომ ხუთივე დიდი ბაობაბის ხე ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში მდებარე ერთ-ერთ საწყობში რჩება.

  • OC Media საწყობის მფლობელზე დაყრდნობით წერს, რომ ხეები ადგილზე რჩება მანამ, სანამ ხელისუფლება საქართველოში მათი დაგეგმილი ექსპორტის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს.

“სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) განცხადებით, ხეები საქართველოში უნდა წაეღოთ, თუმცა მათ ექსპორტზე გატანისთვის საჭირო ლიცენზია არ ჰქონდათ. დეპარტამენტმა საქმე უკვე აღძრა, თუმცა არ გაუმჟღავნებია, თუ ვის წინააღმდეგ არის დაწყებული გამოძიება.

ბაობაბის ხეები საქართველოში ადრეც გაუტანიათ ექსპორტზე, რასაც დავა მოჰყვა, ხოლო მოგვიანებით ხეები დაიღუპა. 2024 წელს რვავე ბაობაბი, რომლებიც 2023 წელს კენიიდან შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ჩაიტანეს, მომდევნო წელს გახმა. პარკი მილიარდერმა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ხეების მოყვარულმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. პარკმა ხეების დაღუპვაში ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) დაადანაშაულა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 27 ივლისს ექსპორტის განმახორციელებელმა უწყებას მათ ლიცენზიის მისაღებად მიმართა, რომელიც ხუთი დაცული ხის ამოღებას, ფლობას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, ექსპორტსა და შეძენას მოიცავდა. თუმცა, დეპარტამენტმა განაცხადი 2026 წლის 31 ივლისს უარყო.

DFFE-ს არ დაუსახელებია პირები, რომელთა წინააღმდეგაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს, თუმცა, უწყების განცხადებით, ნებისმიერი პირი, რომელიც ასეთი ხეების “ფლობაში, შეგროვებაში, ამოღებაში, ტრანსპორტირებაში, ექსპორტში, შეძენასა თუ გაყიდვაში“ მონაწილეობს, “პირველი კატეგორიის დანაშაულს სჩადის“.

წყარო