რუსეთში საექსპორტო შეზღუდვები კიდევ ორ ქართულ კომპანიას შეეხო. ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“სამწუხაროდ, კიდევ ორ ქართულ მეღვინეობას შესაძლოა შეეზღუდოს პროდუქციის შეტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საუბარია კომპანიებზე “ვინივერია“ და “შატო მუხრანი“.
არსებული მონაცემებით, კომპანია “ვინივერიამ“ უკრაინის ტერიტორიაზე საქველმოქმედო აუქციონი გამართა, ხოლო მიღებული თანხები უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდა. იხილეთ სრულად