ავტორი:

დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს - როდის გაიმართება სამმხრივი ფორმატი, რომელმაც შესაძლოა ომი დაასრულოს?

დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს - როდის გაიმართება სამმხრივი ფორმატი, რომელმაც შესაძლოა ომი დაასრულოს?

“აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მალე შეხვდება,“ - ამის შესახებ უნიანი“ წერს.

  • როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინაში ომთან დაკავშირებით ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესია.

“ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ რუსეთთან ურთიერთობებში - რუსეთისა და უკრაინის კონტექსტში. მალე გვექნება შეხვედრა და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროგრესია“, - განაცხადა ტრამპმა.

როდესაც ჟურნალისტებმა ტრამპს სთხოვეს, დაეზუსტებინა, თუ რა შეხვედრას გულისხმობდა, მან უპასუხა:

“შეხვედრა პუტინთან და ზელენსკისთან. და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული“, - დასძინა მან.

შეერთებული შტატები ცდილობს ორგანიზება გაუწიოს სამმხრივ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, რათა იპოვოს ომის დასრულების გზები.

შესაძლო ადგილებს შორის მოიაზრება ახლო აღმოსავლეთი და მაიამიში G20-ის სამიტი. თუმცა, 17 ოქტომბრის მონაცემებით, ვაშინგტონიდან ან მოსკოვიდან დადასტურება არ ყოფილა.

20 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, პუტინს მოსკოვში ვიზიტის დროს შესთავაზებდა პირდაპირ მოლაპარაკებებს, რომელშიც ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამმხრივი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ლიდერებს შეუძლიათ.

წყარო