აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან ომის შესაძლო განახლების შესახებ გააფრთხილა, - ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ახალი სამხედრო მოქმედებები თეირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს.
ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა განახლებული დარტყმების სამიზნე, შესაძლოა, ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ბირთვული ობიექტები იყოს.