ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს "ისტორიის ლექცია“ წაუკითხა, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხის განხილვა არ მომხდარა.
შეგახსენებთ, გუშინ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი სტუბისა და იონას გარ სტორეს მიერ იყო ინიცირებული და იგი უკრაინასთან კონსულტაციით შედგა.