ავტორი:

ხუმრობა არ გეგონოთ - კამიკაძე დრონებმა გამართულად რომ იფრინონ, ანუ როგორ "მუშაობს" უკრაინული სალა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ?

ხუმრობა არ გეგონოთ - კამიკაძე დრონებმა გამართულად რომ იფრინონ, ანუ როგორ "მუშაობს" უკრაინული სალა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

რუსეთ-უკრაინის უთანასწორო ომში უკრაინელები სამშობლოს დასაცავად და ამასთანავე აგრესორი რუსეთისთვის მტკივნეული საპასუხო დარტყმების მისაყენებლად ათასნაირ გამომგონებლობასა და სამხედრო ეშმაკობას მიმართავენ...

და ეს უკრაინული მეთოდიც, რომელიც თავიდან შეიძლება ხუმრობაც მოგეჩვენოთ, წარმატებით მუშაობს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, რის გამოც ომის შემდეგ კიევში შეიძლება ძეგლიც კი დაუდგან...ღორის სალას...

ღორის სალა არის მაღალკალორიული, ცხიმოვანი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს (A, E, D), არაქიდონის და ლინოლის მჟავებს, თუთიასა და სელენს. D ვიტამინის შემცველობით მეორე ადგილზეა ვირთევზას ღვიძლის შემდეგ.

ის ხელს უწყობს იმუნიტეტს, ძვლებისა და ჰორმონების მუშაობას, ფარისებრი ჯირკვლისა და ქოლესტერინის რეგულაციას.

უკრაინული შორი მოქმედების FP-1 და FP-2 ტიპის კამკაძე-დრონების მექანიზმების გაპოხვა ღორის სალით, მათ საშუალებას აძლევს ზამთრის პერიოდის ყინვაში რამდენიმე ასეული კმ იფრინონ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში...

განსაკუთრებით კი გემრიელია უკრაინული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღორის სალა, რითაც ეს ქვეყანა დამსახურებულად ამაყობს და სალას ამდენ კარგ თვისებას დაემატა კიდევ ერთი, წმინდა სამხედრო მნიშვნელობის...

გაყინულ სანგრებში, კვირების განმავლობაში ჩაყუჟული უკრაინის დამცველებისთვის ღორის სალა ისედაც კი წარმოადგენდა უმთავრეს გადამრჩენ საკვებს, როდესაც მოწინააღმდეგის კამიკაძე-დრონების ცაში მუდმივი "ბზუილის“ გამო ვერ ხერხდება წინა ხაზზე პროდუქტების მიწოდება, თუმცა უკრაინული ღორის სალის "შემწვარ“ გემოსა და სუნს უკვე აგრესორი რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეშიც "სინჯავენ“...

საქმე ის არის, რომ დაახლოებით -20 °C და უფრო დაბალ ტემპერატურაზე მუშაობისას, დრონების მგრძნობიარე დეტალები, კამერის ლინზები და კაბელები იფარება ნამითა და იზოლირებადი ყინულის (იყინება) ფენით, რაც აფერხებს აპარატის მუშაობას და აჩქარებს ელემენტის დაჯდომას.

დრონის გაშვების წინ უკრაინელი ოპერატორები მის გარკვეულ ნაწილებს სალის თხელი ფენით პოხავენ. სალის ცხიმოვანი ფენა წარმოქმნის წყალგაუმტარ ბარიერს, რომელიც იცავს ზედაპირს ტენიანობისგან, ნესტისა და მფრინავი აპარატის მოყინვისგან.

ცხიმი არ აძლევს ნესტსა და წყლის წვეთებს ზედაპირზე გაჩერების საშუალებას. შესაბამისად, როდესაც დრონი მიფრინავს, წყალი კორპუსიდან და პროპელერებიდან მანამ ცვივა, სანამ ყინულად გადაიქცევა.

ცხოველური ცხიმი წარმოადგენს ბუნებრივ დიელექტრიკს (არ ატარებს დენს). ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას (მაგალითად, თბილი ბლინდაჟიდან -20 °C ყინვაში გასვლისას) დრონის შიდა დეტალებზე ჩნდება ორთქლი და ნამი. სალას თხელი ფენა ღია კონტაქტებს ამ ტენისგან და მოკლე ჩართვისგან იცავს. გააგრძელეთ კითხვა