ავტორი:

"არასრულწლოვანი დაცვის თანამშრომელს ორი დანით დაესხა თავს და თან "ალაჰუ აქბარს“ ყვიროდა“ - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია: რა მოხდა ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან

"არასრულწლოვანი დაცვის თანამშრომელს ორი დანით დაესხა თავს და თან "ალაჰუ აქბარს“ ყვიროდა“ - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია: რა მოხდა ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან

სერბეთის პოლიციის განცხადებით, ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან, დაუდგენელი თავდამსხმელი დაცვის თანამშრომელს დანებით დაესხა თავს, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ პოლიცია მომხდარს „ტერორისტულ თავდასხმად“ განიხილავს. ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა, ხოლო მნიშვნელოვან ობიექტებთან პოლიციის ყოფნა გაძლიერდა.

დაჩიჩის თქმით, "არასრულწლოვანი, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი, რომელიც „ალაჰუ აქბარს“ ყვიროდა, ჟანდარმერიის თანამშრომელს თავს ორი დანით დაესხა“.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელმა თავდაცვის მიზნით თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელა, თავად კი მსუბუქად დაიჭრა.

დაჩიჩმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი სერბეთის უსაფრთხოების სამსახურების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მისი თქმით, თავდამსხმელი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი იყო.