ავტორი:

“ყველა წყენას დავივიწყებ, ყველა საშინელებას, რაც ჩემზე უთქვამს, ოღონდ შვილებმა მამა ნახონ“ - რას წერს კიმ კარდაშიანი კანიე უესტზე ახალ წიგნში და რატომ დარდობს ყოფილ ქმარზე?

“ყველა წყენას დავივიწყებ, ყველა საშინელებას, რაც ჩემზე უთქვამს, ოღონდ შვილებმა მამა ნახონ“ -  რას წერს კიმ კარდაშიანი კანიე უესტზე ახალ წიგნში და რატომ დარდობს ყოფილ ქმარზე?

რეალითი შოუს 46 წლის ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა ყოფილ მეუღლესთან, კანიე უესტთან საერთო შვილების აღზრდის “დიდი ტვირთსა“ და რთულ დინამიკაზე პირველად ლაპარაკობს.

მის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში კარდაშიანი აღიარებს, რომ რეპერის მდგომარეობაზე ყოველდღიურად ნერვიულობს.

“ოჰ, კანიეზე მთელი დღე ვდარდობ. ყოველთვის. ის ჩემი შვილების მამაა და მასზე დარდს არასდროს შევწყვეტ. ეს არის დიდი ტვირთი - გყავდეს შვილები ვინმესთან, ვისაც კარგად ვერ ეწყობი. თუმცა ჩემი შვილები ამას ვერასდროს იგრძნობენ“, - მოყვანილია წიგნში ჟურნალისტ ჯონათან ვან მეტერთან, 2018-2026 წლებში ჩაწერილი ინტერვიუს მონაკვეთი, სადაც ვარსკვლავი კანიე უესტთან ურთიერთობის დეტალებზე გულახდილად საუბრობს.

  • SKIMS-ის დამფუძნებელი 49 წლის რეპერზე 2014-დან 2022 წლამდე იყო დაქორწინებული. წყვილს ოთხი საერთო შვილი ჰყავს: 13 წლის ნორთი, 10 წლის სეინტი, 8 წლის ჩიკაგო და 7 წლის ფსალმი.

მიუხედავად წარსულში არსებული კონფლიქტებისა, კარდაშიანი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში შვილების აღზრდის პროცესი შედარებით მშვიდად მიმდინარეობს.

“როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვეხვევით“, - ამბობს ის.

46 წლის ვარსკვლავის თქმით, ის ცდილობს დაივიწყოს “ყველა უარყოფითი, რაც მოხდა“ და მკაცრი საზღვრები დაიცვას. ამასთან, მას სურს, რომ შვილებს მამასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ.

“მინდა მათ იფიქრონ, რომ მათი მამა საუკეთესოა“, - დასძენს კარდაშიანი.

ოთხი შვილის დედა აცხადებს, რომ უესტის ოჯახთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს და ყოფილ ქმარს სახლის კარს ყოველთვის უღებს. მისი თქმით, კანიეს შეუძლია ნებისმიერ დროს ეწვიოს შვილებს, ისადილოს მათთან ან დარჩეს ღამით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიმს სახლის დატოვება მოუწევს რეპერის კომფორტისთვის.

გასულ შობას წყვილმა დღესასწაული ერთად გაატარა. კიმმა უესტს და მის ცოლს - ბიანკას მათთან დარჩენაც კი შესთავაზა. იმავეს გეგმავს წელსაც.

“ყველა წყენას დავივიწყებ, ყველა იმ საშინელებას, რაც ჩემზე უთქვამს, ოღონდ შვილებმა მამა ნახონ“, - აღნიშნავს კარდაშიანი.

ცნობისთვის, კანიე უესტმა იანვარში Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული განცხადებით თავის ბიპოლარულ აშლილობაზე ისაუბრა და ანტისემიტური კომენტარების გამო ბოდიში მოიხადა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კიმ კარდაშიანი ოთხი შვილის მოსავლელად 5 ძიძას ქირაობს.

წყარო