ავტორი:

როგორი იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის მშენებლობაც კოსტავას ქუჩაზე იგეგმება

როგორი იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის მშენებლობაც კოსტავას ქუჩაზე იგეგმება

თბილისში კოსტავას ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, შპს "კოსტავა თაუერსმა“ მერიის შესაბამის სამსახურს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობა 2022 წელს 65.1 მლნ ლარად გაიყიდა. ტერიტორია "ვისოლ ჯგუფმა“ შეიძინა. რაც შეეხება ყოფილ ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს, ის 28.2 მლნ ლარად "ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა "კოსტავა თაუერსმა" 2025 წელს შეიძინა.

როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, პროექტზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ინვესტორისგან გარკვეული საკითხების დაზუსტებას ითხოვს თბილისის მერია.

თუმცა, წარდგენილი გეგმარებითი დავალების თანახმად, შპს "კოსტავა თაუერსი“ მრავალფუნქციური კომპლექსის (საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და დამხმარე ფუნქციები) მშენებლობას გეგმავს თბილისში, კოსტავას ქუჩა N68-სა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე ორ მიწის ნაკვეთზე.

კერძოდ, საპროექტო ტერიტორია მოიცავს ყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიებს, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 50,046 კვ.მ.-ს.

  • როგორც ინვესტორის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, განაშენიანების კონცეფცია ითვალისწინებს ტერიტორიის ორ დამოუკიდებელ საპროექტო ნაკვეთად განვითარებას.

ნაკვეთი N1 - ვითარდება ბავშვთა ინფექციურის ტერიტორიაზე; საპროექტო ნაკვეთის ფართობი: 16,837 კვ.მ. აღნიშნულ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ორი მრავალფუნქციური შენობის განთავსება. განაგრძეთ კითხვა