შემოდგომის ყველაზე ჯადოსნური და ნანატრი ლიტერატურული დღესასწაული კვლავ დაბრუნდა! წიგნის კითხვისა და ახალი აღმოჩენების მოყვარულებისთვის, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი „თბილისის წიგნის დღეებს“ უმასპინძლებს!
გამომცემლობა „პალიტრა L“ სტუმრებს სრულად განახლებული, მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსე კუთხით დახვდება.
წლევანდელი „თბილისის წიგნის დღეები“ გამომცემლობისთვის განსაკუთრებულად საზეიმო და ემოციურია. 31 ოქტომბერს „პალიტრა L“ იუბილარია, მას 21 წელი უსრულდება!
დაბადების დღე კი, რა თქმა უნდა, სიურპრიზებისა და საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია.
„პალიტრა L-ის“ სტენდთან მოსულ სტუმრებს დახვდებათ:
რას „პალიტრა L“-ის წიგნების კატალოგში?
წელს გამომცემლობამ მკითხველისთვის ყოვლისმომცველი და ჰოლისტური კატალოგი მოამზადა. ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველი შეძლებს იპოვოს თავისი ფავორიტი საკითხავი:
შეგიძლიათ წინასწარ გადაავლოთ თვალი კატალოგს, შეარჩიოთ თქვენი სასურველი წიგნები და შეადგინოთ საყიდლების სია.
თუ „თბილისის წიგნის დღეებზე“ ადგილზე მოსვლას ვერ ახერხებთ, „პალიტრა L“ ზრუნავს იმაზეც, რომ დღესასწაული არ გამოტოვოთ!
საფესტივალო დღეებში სპეციალური ფასდაკლებები და შეთავაზებები იმოქმედებს „პალიტრა L“-ის ოფიციალურ საიტსა და მობილურ აპლიკაციაშიც! ასე რომ, შეგიძლიათ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ სასურველი წიგნები საუკეთესო ფასად.
ღონისძიების დეტალები:
აღნიშნეთ „პალიტრა L“-ის 21 წლის იუბილე გამომცემლობასთან ერთად, შეავსეთ თქვენი პირადი ბიბლიოთეკა ახალი გამოცემებით და აქციეთ ეს დღეები ნამდვილ ლიტერატურულ თავგადასავლად!
R