ავტორი:

"არ მგონია, რომ მან აზრი შეიცვალოს. მაშფოთებს ის, რომ..." - რას აცხადებს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი პუტინთან საუბრის შესახებ

"არ მგონია, რომ მან აზრი შეიცვალოს. მაშფოთებს ის, რომ..." - რას აცხადებს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი პუტინთან საუბრის შესახებ

პუტინმა ჩვენი პოზიცია მოისმინა, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, მან და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდ სტუბმა გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ევროპული პოზიცია მკაფიოდ წარუდგინეს.

"არ მგონია, რომ მან [პუტინმა] აზრი შეიცვალოს, თუმცა მან ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ მოისმინა. მაშფოთებს ის, რომ როდესაც მას ამერიკელები ესაუბრებიან, ზოგიერთი ეს გზავნილი მასთან არ აღწევს“, - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

  • კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მშვიდობის მიღწევა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის გარეშე, სტორემ უპასუხა, რომ "უკრაინა არასდროს მოაწერს ხელს ისეთ შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას აღიარებს“.

"დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20%-ს აკონტროლებს. სხვა საკითხია შეძლებენ თუ არა ისინი [უკრაინა] არსებული ფრონტის ხაზის რეალობად და საწყის წერტილად მიღებას. ასევე, მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, თუ როგორი უსაფრთხოების გარანტიები ექნება ქვეყანას [უკრაინა] სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ? პუტინი ხვდება, რომ ეს მთავარი საკითხია“, - განაცხადა იონას გარ სტორემ.