ავტორი:

"ზოგს ჩემი ბრძოლის სტილი არ მოსწონს, ზოგს - ცხვირი, ზოგს - მეტყველება და ამის გამო მლანძღავენ... ქართველისგან ძალიან სამწუხაროა, გულგასატეხია" - მერაბ დვალიშვილი "ჰეითერებს" მიმართავს

"ზოგს ჩემი ბრძოლის სტილი არ მოსწონს, ზოგს - ცხვირი, ზოგს - მეტყველება და ამის გამო მლანძღავენ... ქართველისგან ძალიან სამწუხაროა, გულგასატეხია" - მერაბ დვალიშვილი "ჰეითერებს" მიმართავს

MMA-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელში მის წინააღმდეგ მიმართულ, სიძულვილით სავსე კრიტიკაზე ლაპარაკობს.

"სპორტი ბავშვობაში დავიწყე და არასდროს შემიწყვეტია, არც მაშინ, როდესაც მშენებლობაზე ვმუშაობდი. ბილო ორი წელზე მეტია, განსაკუთრებით პოპულარული გავხდი, ქამარზე ვიბრძოლე და შესაბამისად, ჩემკენ კრიტიკა, "ჰეითი" წამოვიდა ინტერნეტში. ჩემს ოჯახის წევრებს როდესაც ვურეკავ, ჩემს ძმებს, დედას, მამას სულ მაგაზე ვამშვიდებთ ერთმანეთს. ზოგს ჩემი ბრძოლის სტილი არ მოსწონს, ზოგს ჩემი ცხვირი, ზოგს - მეტყველება და ამის გამო მლანძღავს, ძალიან გულგასატეხი კრიტიკაა, რაც არ დამიმსახურებია. ერთადერთი რაც ზედმეტი მომივიდა, როდესაც ვთქვი სტალინის მომხრეებს გავკარი-მეთქი, თუმცა მერე ბოდიში მოვიხადე და ბოდიშს ვიხდი ახლაც. მე ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი გაგვიფუჭებია, ვცხოვრობთ პატიოსნად, სიმართლე ძლიერია. ქართველისგან ძალიან სამწუხაროა, გულგასატეხია შეურაცხმყოფელი სიტყვების მოსმენა. ჩემი მოწინააღმდეგეების ფანებისგან კრიტიკას ვეგუები და არ ვიღებ რთულად, ქართველისგან მიჭირს და ვერ ვეგუები. ალბათ ვერასდროს შევეგუები. მიმაჩნია, რომ ჩემი წაგებით თუ მოგებით კარგ საქმეს ვაკეთებ ცემი ქვეყნისთვის. გული მინდოდა თქვენთვის გადამეშალა. ყველაფერი კარგად არის. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს... მე ჩემს მიზანს და ჩემს მისიას გავაგრძელებ და ჩემი ოჯახიც, არ დავიხოცებით მაგის გამო", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, აბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე", UFC 333-ის თანამთავარ, 5-რაუნდიან ბრძოლაში, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი (21-6) პიოტრ იანთან (21-5) მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

Give me Sport-ის ინფორმაციით, რუსმა ამ გამარჯვებთ 920 000 აშშ დოლარი, ხოლო ქართველმა 550 000 აშშ დოლარი მიიღო.

შეხსენებისთვის, სპორტსმენები ოქტაგონზე ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ. 2023 წლის მარტში, UFC Fight Night 221-ზე, დვალიშვილმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მათი მეორე ბრძოლა დეკემბერში, UFC 323-ზე შედგა, სადაც მსაჯთა გადაწყვეტილებით უკვე იანმა მოიგო.

მერაბის ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 21 გამარჯვება და 6 მარცხია, იანმა კი კარიერაში 21-ე ბრძოლა მოიგო.