თბილისის დინამოს ახალგაზრდული გუნდი, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე კოპენჰაგენს მასპინძლობს.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 2-0 "დინამოს" სასარგებლოდ.
გოლები თორნიკე კვარაცხელიამ და სანდრო მიქაუტაძემ გაიტანეს.
თორნიკემ მეტოქის კარში გატანილი გოლი ძმის, ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა.