ავტორი:

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან - "ქართული ოცნების“ წევრებს, სასამართლოს შენობის დატოვებისას, აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან - "ქართული ოცნების“ წევრებს, სასამართლოს შენობის დატოვებისას, აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ხმაური იყო. „ქართული ოცნების“ წევრებს, სასამართლოს შენობის დატოვებისას აქციის მონაწილეები შეძახილებით - „მონებო“ - დახვდნენ.

  • "მთავარი გზავნილია ბიძინა უდრის რუსეთს. რუსეთი ოკუპანტია და ტერორისტი სახელმწიფოა. 37 - იან წლებში ხალხს ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, ახლა კი ჩვენ არჩევანის უფლებას გვართმევენ და გვანადგურებენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, აღნიშნული პირები ტრადიციულად, ყოველ დღე საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.