საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ფიფია ავრცელებს.
ფიფიას თქმით, ფონდის ინიციატივებს შორის არის: რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვის რუსული ენის სწავლისთვის ხელშეწყობა, რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნა, რელიგიური საკითხების გადაწყვეტა და ა.შ.
ფონდის მთავარ მიზნად ფიფია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის ხელშეწყობას ასახელებს.